ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, გაცვლით კურსს არანაირი ზეგავლენა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე არ აქვს.
"ერთადერთი ნაწილი, სადაც გაცვლითი კურსი გასათვალისწინებელია, ეს არის სესხების გადახდა და სესხების აღება, მაგრამ ჩვენ დაველოდებით დეკემბრის დასაწყისს, როდესაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მივიღებთ.
ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც გააკეთა კომენტარი.
"ცხრა თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული, წლიური გეგმის 75,7 პროცენტია უკვე მობილიზებული. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ასე თანაბრად არასოდეს არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვა.
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან ჰარმონიულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ ხდება ბიზნესის დატერორების გზით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.