„სიები კი არა, ეს გმირი ბიჭი უნდა იყოს მთავარი თემა და საზრუნავი!“... „გამოჩნდა გმირი ირაკლი ბებუა, რომელმაც საჯაროდ დაწვა აფსუების ნაცისტური, ქართველთა სისხლში ამოსვრილი დროშა“
02-10-2020, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სიები კი არა, ეს გმირი ბიჭი უნდა იყოს მთავარი თემა და საზრუნავი!

 

 

სულ როგორ აღრეული გვაქვს ღირებულებები და პრიორიტეტები!

 

 

ბიჭმა ის გააკეთა, რაც ყველა სიას და სკამს ერთად არ გაუკეთებია და სამშობლოს დიდი სიყვარულის გამო უდიდეს საფრთხეშია!

 

 

ცეცხლმა დაწვას ყველა სკამი, თუ ამ მაგარ კაცს დასჯიან!

 

 

ყველა გამოვქოცდით?!

 

 

პ.ს. შალვა ნათელაშვილის გარდა, სიტყვაც არ დაუსველებია არავის, აქამდე“, წერს სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

 

 

შალვა ნათელაშვილი დიპლომატიურ კორპუსისგან გალში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას, მანამდე კი მისი უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

 

 

შალვა ნათელაშვილი: „გერმანელი ფაშისტებიც არ აიძულებდნენ დაპყრობილ ხალხებს ზარ-ზეიმით აღენიშნათ მათი დაქცევისა და მკვლელობების ე.წ. დღესასწაულები და ამას აფხაზეთში აკეთებენ რუსი ოკუპანტები აფსუებთან ერთად. ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოს აიძულებენ ბავშვებს იცეკვონ და იმღერონ მკვლელების ობელისკებზე და მათ საპატივსაცემოდნ აღმართულ მემორიალებთან.

 

 

და აი, დღეს გამოჩნდა გმირი ირაკლი ბებუა, რომელმაც საჯაროდ დაწვა აფსუების ნაცისტური, ქართველთა სისხლში ამოსვრილი დროშა, რის გამოც დაპატიმრებულია და არ ვიცით რა ელოდება.

 

 

მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მთავრობები, რათა ირაკლი ბებუას უსაფრთხოება იყოს დაცული.

 

 

მოვითხოვ ბიძინა ივანიშვილისგან ახლავე, იმ თანამგზავრული ტელეფონით, რომელიც მას და პუტინს აქვთ, დაუკავშირდეს რუსეთის პრეზიდენტს, თავის უფროს პუტინს, რომ საჭიროა ამ გმირის უსაფრთხოდ დაბრუნება თბილისში. ერთი ბეწვიც თუ ჩამოუვარდება, ვპირდები ივანიშვილს, რომ მის განაჩენს პირადად მოვაწერ ხელს.

 

 

მოგეხსენებათ, ქართველების რა გენოციდი დაატრიალეს და ეს იმ გენოციდის გაგრძელებაა, რომლის მიზანია ქართველი არ ჭაჭანებდეს საქართველოს მიწაზე. ამ მიწაზე ვინც დღეს ცხოვროიბს, არ არიან აფხაზები, აფსუები არიან, ადიღეიდან ჩამოსულები, რომელმაც მიითვისა აფხაზობაც, საქართველოს ტერიტორიაც და დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოგვიცხადა. მათ მიეტმასნა უამრავი მოღალატე ქართველი, თურქი, ირანელი და შომქნა ერი, ერად წოდებული, რომელთა მიზანუია ქართველობა მოსპოს იმ ტერიტორიაზე.

 

 

პირველი შემთხვევაა, ერს ირქმევს დანაშაულებროივი დაჯგუფება იმისთვის, რომ გაუსწორდეს მკვიდრ ერს, ან ნებისმიერ ერს. ეს ყველაფერი ძალიან მალე გახდება მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი.

 

 

რუსების და აფსუების პარპაში მალე დამთავრდება, მაგრამ მანამდე არ შეიძლება ამ ბიჭმა გაიზიაროს ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის ბედი“.

 

 

„ეს კაცი გახლავთ ქართველი გალელი

 

 

27 სექტემბერთან დაკავშირებით სეპარატისტული მმართველობას დიდი აღნიშვნა ჰქონდა. საზეიმო დეკორაციები მათშორის გალშიც გაიტანეს,სადაც აბსოლუტური ქართული უმრავლესობაა.

 

 

ფოტოზე გამოსახულმა ეს ყველაფერი არ მოითმინა და ღიად აფხაზეთის დროშა დაწვა, რამაც მისი დაჭერა გამოიწვია.

 

 

ჟურნალისტებმა მას ინტერვიუ ჩამოართვესდა ჰკითხეს, გაცნობიერებულად გააკეთა თუ არა მან ეს. თვითონ კი უპასუხა, რომ გაუცნობიერებლად არ კეთდებოდა ასეთი რაღაცები. კი, გაცნობიერებულად გავაკეთეო.

 

 

სამწუხაროდ,ზუსტი სახელი და გვარი ვერ დავაგდგინე, მაგრამ…დღესაც არიანაფხაზეთის მიწაზე ქართველები, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რათა ამ სეპარატისტულ ცირკს შეეწინააღმდეგონ!

 

 

პ.ს: ირაკლი ბებუა ყოფილა სახელად“, ამას კი „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი კი "ფეისბუქზე" წერს - "ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ირაკლი ბებუას საცხოვრებელ სახლში "ჩხრეკისას ნაპოვნია ხელყუმბარა РГ- 42 " და მას რეჟიმი "დროშის შეურაცხყოფის" (პატიმრობა 1 წელი) და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების (4-დან 7-მდე) გარდა უკვე იარაღის უკანონოდ შეძენა-ფლობასაც აბრალებს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 


ირაკლი ბებუას 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

 


როგორც ჩანს, "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის" არსებული ერთწლიანი სასჯელი სოხუმში ეცოტავათ და 27 წლის ახალგაზრდის სხვებისთვის სამაგალითოდ, მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას აპირებენ!

 

 

ირაკლი ბებუას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და 1993 წლიდან თბილისში ცხოვრობს. თავად ირაკლი გალში 2016 წელს, ბებიის მოსავლელად დაბრუნდა...

 


შეხსენებისთვის: საქართველოს მოქალაქემ, ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. "დამოუკიდებლობის დღეებს" ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა და შემდეგ დაკითხვისას, განმარტა, რომ ეს "ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთბების დაბრუნების სურვილით გააკეთა, რომ უნდა ძველებურად ყველა ერთად და მშვიდად ცხოვრობდეს".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი