2020 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ან ლინდე შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, საქართველო მიწვეული იქნა შვედეთის მთავრობის ახალი ინიციატივის “მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” ჯგუფში, როგორც წარმატებული რეგორმატორი ქვეყანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.