დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-დან კახაბერ ოქრიაშვილი, რომელიც ამავე დროს აღნიშნული ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ოცეულშიცაა, წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
ამჯერად, მოქმედი დეპუტატი წალკის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და მოინახულა სოფლები: ჩივთქილისა, თამალა ხარაბა, კაბური, ხაჩკოვი, გუმბათი, აშკალა, სამადლო და ახალშენი.

როგორც ოქრიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული, მაჟორიტარობის კანდიდატმა სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმსჯელა იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლო მომავალში საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.