„პრეზიდენტი უგულავას შეწყალებას ხელს არ მოაწერს, მას ამის გული და გამბედაობა არ ეყოფა“- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც რურუამ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი დღემდე ვერ გამოდის კომპლექსიდან, რომ პრეზიდენტად ივანიშვილმა დასვა, რის გამოც მისი თქმით, მას გამბედაობა არ ეყოფა რომ ყოფილი მერი შეიწყალოს.
„პრეზიდენტი უგულავას შეწყალებას ხელს არ მოაწერს. მას ამის გული და გამბედაობა არ ეყოფა, მაგრამ თუ უნდა რომ მართლა პლასტელინის კაცად არ შევიდეს ისტორიაში, მან რაღაც მომენტში პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვას. იმიტომ რომ მას ამისკენ მიუთითებს ცივილიზებული სამყარო. მას სხვა ფუნქცია თუ არა ამისი არ შერჩენია. მას თავის ყოფილი თანაგუნდელები ამაზრზენად ცუდად ექცევიან, ელჩიც კი არ დაახვედრეს ქვეყნის პრეზიდენტს. ის ვერ გამოდის კომპლექსიდან რომ პრეზიდენტად ივანიშვილმა დასვა. ვერ ხვდება რომ ის დღეს საქართველოს პრეზიდენტია და ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს“- განაცხადა ნიკა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.