ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში
02-10-2020, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები.

 

 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომელიც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, ხოლო თუ არ აქვთ საშუალება, ექვემდებარებიან კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ ადამიანს სიმპტომები გაუჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში ჭარბობენ ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი