დავით ზალკალიანი: ​შვედეთის საგრეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება
02-10-2020, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს მეგობრის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული, შვედეთი ემზადება ეუთოს თავმჯდომარეობისთვის და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აუცილებელია, რომ ორგანიზაცია იყოს განსაკუთრებულად აქტიურად ჩართული ისეთი სიტუაციების და მწვავე პრობლემების მოგვარებაში, როგორიც არის კონფლიქტები ეუთოს რეგიონში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ან ლინდეს საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

 


ზალკალიანის ინფორმაციით, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე აღინიშნა ეუთოს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების სიტუაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი ეუთოს პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე საკითხებს შორის იყოს წარმოდგენილი.

 


საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის  ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე  აღინიშნა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, კონფლიქტის მხარეებისთვის თბილისის მოლაპარაკებების პლატფორმად შეთავაზებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  აღნიშნა  საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართულობის აუცილებლობა სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებში.



დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო საქართველოში დაგეგმილი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

 


„ჩვენ გვაქვს  ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი შვედი კოლეგების მხრიდან წინა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ განახორციელა არჩევნების მომზადების კუთხით. კერძოდ, მაღალი შეფასება მიეცა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან, ასევე საკონსტიტუციო რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა. მადლიერი ვართ შვედეთის, რომელიც იქნება წარმომადგენელი როგორც დამკვირვებელი ეუთო/ოდირის მისიაში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც აქვს საქართველოს დაწესებული უკვე ბოლო წლების განმავლობაში - 2012 წელს მოყოლებული ყველა არჩევნები ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების და პრინციპების დაცვით, ასევე იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი