ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგაში სამელიორაციო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
02-10-2020, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ხობის მუნიციპალიტეტში, შუა ხორგაში, სალატარიოს უბანში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. შლამისა და ნალექისგან არხის 5 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.

 

 

სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარინარიანობა გაუმჯობესდება და უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაიტბორება. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია თვის ბოლოს დაასრულებს.

 

 

მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ დაათვალიერეს.

 

 

ხობის მუნიციპალიტეტში წელს სამელიორაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა საგვიჩიოში, ჭალადიდში, ზემო ქვალონში და გურიფულში. ნატანი მასისაგან გაიწმინდა არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 40 000 მეტრს შეადგენს.

 


ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 5 მლნ ლარია.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი