გიორგი არეშიძე კახა კალაძის რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს და თანამდებობიდან არ მიდის
02-10-2015, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემს მომავალ ხედვებსა და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


გიორგი არეშიძემ კომენტარი გააკეთა დიპლომთან დაკავშირებით და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. არეშიძის თქმით, მას გააჩნია განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სამართლებრივად უფლება აქვს დაიკავოს თანამდებობა. გიორგი არეშიძის განცხადებით, მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა.


"თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მე ამ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას", - აღნიშნა გიორგი არეშიძემ.


მანვე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვება ურჩია.


"ყოველთვის ვიზიარებ ღირსეული ადამიანის რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ მომავალზე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება", - განაცხადა გიორგი არეშიძემ.


განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, მისი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. არეშიძე აცხადებს, რომ კანონისა და საზოგადოების წინაშე მართალია და ნებისმიერი ფორმით დაამტკიცებს თავის სიმართლეს.


ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვება ურჩია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი