საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა
03-10-2020, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

 


შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს მადლობა გადაუხადა გაეროს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 


როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები.

 


როგორც საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას გულისხმობს.

 


„ახალი თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების განხორციელება მომდევნო წლის 1 იანვარს დაიწყება. ეს ჩარჩო შეთანხმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას", - განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა.

 


ჩარჩო-დოკუმენტი შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და სრულ თანხვედრაშია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან.

 


დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას - ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები; თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე; ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

 


საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი