მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა
03-10-2020, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, –განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

 

 

„სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა მოჰყვა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, ამ ფაქტის გამოც ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციაზე აყოლისგან. როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი პროცესს აზიანებს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, რადგან ძალადობას არაფერი ამართლებს და არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც სამართალდამცავმა ან ვინმემ უნდა გაამართლოს კონკრეტული პირის რაიმე ბრალეული ქმედება.

 

 

ამას რევანშის სახით მეორე დღესვე, შედეგად მოჰყვა დაკავებული შუბითიძის ძმის ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანება. მას სახის ყველა ძვალი მოტეხილი და დაზიანებული აქვს. მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მეორე დღეს, დახვდნენ და სასტიკად სცემეს. ახლა კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ შურისძიება. ეს ადამიანი არის საარჩევნო სპეციალისტი, იცით, რომ საარჩევნო კომისიებში ჩვენი წევრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, მათ ორი კურდღლის დაჭერა სცადეს და ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ამ დრომდე არ მოხდა სამართლებრივი რეაგირება, მდინარაძემ უპასუხა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს კონკრეტული ვადები სჭირდება.

 

 

„თქვენ რომ ხედავთ, კამერები არსებობს, იმას სჭირდება კონკრეტული საპროცესო დამაგრება, საპროცესო მოქმედებები, მოწმეების გამოკითხვა. ეს მარტივად არ ხდება, სჭირდება სასამართლოს განჩინებები. საგამოძიებო ვადებს თქვენ ვერ დააწესებთ, დაწესებულია და გონივრული ვადები არსებობს იმისთვის, რომ მტკიცებულებების დამაგრება მოხდეს. ისე არ ხდება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა, როცა ორ საათში შეეძლოთ დაეჭირათ, რადგან იქ მტკიცებულებები არ იყო. დღეს უნდა იყოს შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ადამიანი ბრალდებულად პასუხისგებაში მისცე. ეს დრო არ არის ორი საათი, ხან ოთხი დღეა და ხან ოთხი თვე, გააჩნია, საქმის სირთულეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი