თომას დე ვაალი: “მცირე მასშტაბიანი ომიდან ერთი ნაბიჯის სიშორეზე ვართ”
02-10-2015, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“კარნეგის ფონდის” წამყვანმა სპეციალისტმა თომას დე ვაალმა, რომელსაც რამდენიმე წიგნი და სტატიები აქვს დაწერილი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში თავისი მოსაზრებები გამოთქვა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებებთან დაკავშირებით.


“ჩვენ ახლა უფრო მეტად მსხვილი იარების, ნაღმსატყორცნების გამოყენების მოწმეები ვართ. ცხადია, რომ ამას ომს ჯერ ვერ დავარქვამთ, მაგრამ მაინც მცირე მასშტაბიანი ომიდან ერთი ნაბიჯის სიშორეზე ვართ”- ამბობს დე ვაალი. მისი აზრით, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ხელისუფლებას აწყობს ეს დაძაბულობა საკონტაქტო ხაზზე, როდგან ორივეს აქვთ შინაგანი სერიოზული პრობლემები და ცდილობენ, ხალხის ყურადღების ყარაბაღის კონფლიქტზე გადატანით, საკუთარი სახელისუფლებო პოზიციები შეინარჩუნონ.


დე ვაალის აზრით, აზერბაიჯანი საზღვარზე დაძაბულობის პერიდულად გაზრდით ცდილობს შეინარჩუნოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საკუთარ კონფლიქტზე. აზერბაიჯანს ეშინია, რომ მსოფლიო დაივიწყებს ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ და სტატუს-კვო უფრო გამყარდება. ამიტომაა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრებებისა და შეხვედრების დროს, აზერბაიჯანი უფრო ხშირად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.


ამასთან ერთად, ექსპეტს მიაჩნია, რომ სომხეთი სამხედრო თვალსაზრისით მზადაა, უფრო ძლიერი პასუხი გასცეს. ის ასევე დარწმუნებულია, რომ დიპლომატიის საკითხებშიც სომხური მხარე უფრო ჭკვიანურად იქცევა. ორივე ქვეყანა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, არც ერთს არ უნდა მთლიანად დასავლეთისა ან რუსეთის გვერდით იყოს. მაგრამ ამ გზაზე სომხეთი უფრო დიპლომატიური და წარმატებულია.


სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა უფრო აგრესიული გზა აირჩია. მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისა ან სხვა დასავლელ ლიდერებზე პირადი სახის თავდასხმები და სხვა. ასეთი გამოსვლები აზერბაიჯანს უფრო მეტ იზოლაციაში აყენებს. დე ვაალი დარწმუნებულია, რომ ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები თანდათანობით უარესდება, რომელშიც თავის როლს თამაშობს ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების ასეთი ტაქტიკა.


რაც ეხება უშუალოდ აშშ-ს პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ექსპერტის აზრით, ეს მნიშვნელობის თვალსაზრისით, აშშ-სთვის ყველაზე უკანა რიგებში დგას და სირიის, უკრაინის, ავღანეთის და სხვა კონფლიქტები უფრო მეტი მნიშვნელობის არის. ვაშინგტონს ოფიციალური ბაქოსა და ერევნის მხრიდან კონფლიქტისადმი უფრო სერიოზული მიდგომის დანახვა სურს.


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი