მარინა ენდელაძის გაფრთხილება: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგულაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში
04-10-2020, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღესთან შედარებით თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ არა მასშტაბურად.

  

 

„წინა დღესთან შედარებით მაინც და მაინც გაზრდილი არ არის, მხოლოდ 65-ია. ძალიან გვჭირდება გაფრთხილება და რეგულაციების დაცვა, გავუფრთხილდეთ ამჯერად თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში. განგაშს აზრი არ აქვს, გაფრთხილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. თბილისშიც რომ არ იყოს სერიოზული მატება, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომელიც ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგულაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში. აჭარში ალბათ თანდათან მოხდება ლოკალიზება“, განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

მისი თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

 


„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 


მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

 


რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს, ენდელაძის თქმით, ერთ-ერთი აჭარიდანაა. საუბარია ასაკოვან პაციენტზე. მარინა ენდელაძეს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, თუ სად გარდაიცვალა კიდევ ერთი ინფიცირებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი