მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არსად არ მიმდინარეობს.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს კონკრეტულად იმ თანამდებობაზე, რაც დღესდღეობით უკავია.
"ამ ეტაპზე რაც მიმდინარეობს არის ის, რომ ახალი კანონიდან გამომდინარე მიმდინარეობს მზადება, რათა ჩატარდეს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველი კონფერენცია, რომელიც საპროკურორო საბჭოს რვა წევრს შეარჩევს. ეს 8 წევრი საპროკურორო საბჭოში წარმოადგენს პროკურატურის კვოტას, რომლებიც არჩეული იქნებიან საქართველოს პროკურატურის, პროკურორებისა და გამომძიებლებისგან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა განიხილოს, იგი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. "ამ ეტაპზე რეფორმა ჯერ ბოლომდე არ მისულა. შესაბამისად, არის მთელი რიგი პროცედურები, რაც ჯერ უნდა ჩატარდეს და ამაზე საუბარი ნაადრევია, - აღნიშნა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.