2020 წლის 5 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის დაფინანსებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხებზე - „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“.
კონფერენცია მიზნად ისახავს გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირის საკითხებზე აზრთა გაცვლის ხელშეწყობას აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებსა და აკადემიური სფეროს ექსპერტებს შორის.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორისაა საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება გარემოს დაცვის კუთხით და საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართალი, გარემოს დაზიანების შემთხვევებზე სასამართლოს რეაგირების მექანიზმები, კლიმატის ცვლილება და ა.შ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, ევროპის საბჭოს მაღალი დონის პირები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ერთად, დამსწრეებს სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი გივიაშვილი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან - ლადო ჭანტურია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ჩატარება დაგეგმილი იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თუმცა COVID 19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, 5 ოქტომბრისთვის გადაიდო. კონფერენცია წარმოადგენს საქართველოს თავმჯდომარეობის ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ნაწილს და 27 თებერვალს საქართველოს თავმჯდომარეობის ორგანიზებით ქ. სტრასბურგში ჩატარებული მაღალი დონის კონფერენციის - „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“ ერთგვარ გაგრძელებას.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.