თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ნიღაბი მოიხსნა: „არ შეგეშინდეთ კოვიდის, არ მისცეთ მას საშუალება იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე“
06-10-2020, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) -  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა და კორონავირუსზე მკურნალობას იქ განაგრძობს. თეთრი სახლის აივანზე მან ნიღაბი მოიხსნა და ისე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

 


„თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მისცეთ მას საშუალება იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ საავადმყოფოს დატოვებამდე. „მე თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინათ ვგრძნობდი“, დაამატა პრეზიდენტმა. მან სოციალურ ქსელში ისიც განაცხადა, რომ მალე დაუბრუნდება საარჩევნო კამპანიას.

 


ტრამპმა ასევე ვიდეო გზავნილი გაავრცელა და დაჟინებით მოუწოდა ამერიკელ ხალხს სამუშაოებს დაუბრუნდნენ.

 


„თქვენ დაამარცხებთ მას [კორონავირუსს]“. ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა გვაქვს, ჩვენ საუკეთესო წამლები გვაქვს, რომლებიც ახლახან განვავითარეთ“.

 


მან დაამატა: „ჩვენ მოწინავენი ვიქნებით. როგორც თქვენს ლიდერს, მე ეს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. მე დავდექი წინა ხაზზე და გაგიძეხით... მე ახლა უკეთესად ვარ, შესაძლოა იმუნიტეტი გამოვიმუშავე, არ ვიცი“.

 

 

იგი ამერიკელებს ასევე დაჰპირდა, რომ ვაქცინა „მომენტალურად გამოვა“, თუმცა როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, მოელიან, რომ ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წლის შუა პერიოდში იქნება.

 


ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 7.4 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 210 000 ადამიანი.

 


გასულ უქმეებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ კვლავ რჩება შეკითხვა, რამდენად სერიოზულია ტრამპის ავადმყოფობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი