აბბას აბბასოვი: „სააკაშვილი სისხლში ხელებამოთხვრილი ნამდვილი სადისტია, ჩვენმა სოფელმა ის ქვებით გააგდო 2003 წელს, ახლა იგი ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეეცდება ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანელების გარდა, სომხებიც ცხოვრობენ“
06-10-2020, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის ყოფილი გამგებელი, ფერმერი აბბას აბბასოვი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „სისხლში ხელებამოთხვრილ სადისტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ქვეყნის სათავეში დაბრუნება გამორიცხულია.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: აბბას აბბასოვი)

 

როგორც აბბასოვმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები ტალავერის მოსახლეობამ ქვების სროლით გააგდო სოფლიდან.

 

 

 


„ის ნამდვილი სადისტია, სისხლში ხელებამოთხვრილი სადისტი და ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველანაირ ხერხს მიმართავს. ახლა, არ არის გამორიცხული იგი ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეეცადოს ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც აზერბაიჯანელების და ქართველების გარდა, სომხებიც ცხოვრობენ. მისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირება კარგ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ მისი ჭკუით, კონფლიქტის არეალი საქართველომდე გაფართოვდეს, მე ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რადგან კარგად ვიცი მისი ბუნება - სააკაშვილი ისეთი ავანტიურისტია, რომ ყველაფერზე წამსვლელია ძალაუფლების გულისთვის, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს არ გამოუვა.

 

 

 

 

 

„მან არ იცის, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები პროვოკაციებს ასე ადვილად არ წამოეგებიან. ჩვენ ის კარგად არ გვიცნობს. ჩვენ ერთგული ვართ საქართველოსი. ჩვენ ამ მზით, ამ ჰაერით, ამ წყლით, ამ მიწით ვიკვებებით და ვალდებულნიც ვართ, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ვიყოთ ბოლომდე.

 

 

 


„70 წლის ვხდები და მიუხედავდ ამისა, ერთი დაძახებაც კი საკმარისია, რომ საქართველოს გულისათვის იარაღი ავისხა, ჯარისკაცის მამასავით, და დავიცვა ჩვენი სამშობლო“, უთხრა GUARDIAN.GE-ის აბბას აბბასოვმა რუსულ ენაზე.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: აბბას აბბასოვის შვილიშვილი, ელვინ აბბასოვი)

 


მან წუხილი გამოთქვა, რომ საბჭოთა წყობილების პერიოდში ქართული ენის შესწავლას ყურადღება არ ეთმობოდა და აქედან გამომდინარე, მისი და შემდგომი თაობის აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საქართველოში ასწლეულები ცხოვრობენ, არ იციან საქართველოს სახელმწიფო ენა, მაგრამ აბბასოვი ამაყობს იმით, რომ მისი შვილების და უფრო მეტად კი შვილიშვილების თაობა ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრობს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: აბბას აბბასოვი ხელმარჯვნივ, თავის შვილთან ერთად)

 


„მე პირადად, ვეთაყვანები ყველაფერ ქართულს. ასეთი მიწა-წყალი, ასეთი ხალხი დედამიწაზე არსად არ მეგულება. მე რომ თქვენ გითხრათ, აზერბაიჯანი არ არის-თქო ჩემი სამშობლო და ის არ მიყვარს-თქო, დამიჯერებთ? კაცმა ჯერ შენი უნდა შეიყვარო, რომ შემდეგ სხვისი შეყვარება შეძლო. რა თქმა უნდა, მიყვარს აზერბაიჯანი, ბაქოშიც ბევრჯერ მიწევს ყოფნა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მე იქ ვერ ვიცხოვრებდი. აქაურობას არაფერი მირჩევნია. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით სვანები მიყვარს, ბევრ სვანთან ვმეგობრობ, ხასიათი მათთვის მიმიგავს და ხუმრობით აზერბაიჯანელ სვანს მეძახიან. ასეთი ალალ-მართალი და ამაყი ხალხი არა მგონია, რომ ვინმე კიდევ იყოს ქვეყნად. დაუფიქრებლად ენდობი, ისეთი უღალატო ხალხია“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის აბბას აბბასოვმა.

 

 

 


აბბასოვი, რომელიც გამგებლის პოსტზე მუშაობამდე ტალავერის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორი, მანამდე კი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ახლა ფერმერულ მეურნეობას ეწევა.

 

 

 

 

 

მან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 30 000 აშშ დოლარის სესხი აიღო და მესაქონლეობა განავითარა.

 

 

ამჟამად 80-მდე სული პირუტყვი ჰყავს, მეწველი ძროხები და კამეჩები და წარმოების გაფართოებაზე ფიქრობს.

 

 

 


„ეს სესხი, რაც სახელმწიფომ მომცა, დიდი შეღავათი აღმოჩნდა ჩემთვის. ამით შევძელი ფერმერული მეურნეობის განვითარება. ადრე 500 სული ცხვარიც მყავდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საქონლის ყოლა გადავწყვიტე. ახლა ჩემი გეგმაა ამ ფერმის, რომელსაც აქ უყურებთ, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა და თუკი სახელმწიფო ამაშიც დამეხმარება, ისევ უპროცენტო სესხს გამომიყოფს, აქაურობას თანამედროვე სტანდარტებით მოვაწყობდი. ამისათვის 50 000 ლარის სესხი საკმარისი იქნებოდა“, აღნიშნა აბბასოვმა და დაამატა, რომ საქართველოს საუკეთესო მომავალი ექნება.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: აბბას აბბასოვის ფერმა)

 

„მე ღრმად მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იქნება მსოფლიოში. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს. არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს „ქართული ოცნება“.

 

 

 


„ახლა ვინც ბიძინა ივანიშვილს აგინებს, საკუთარ თავს ჰკითხოს, მას რა აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის. ივანიშვილმა, როგორც ვიცი, 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა საქართველოს, თან არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მისი საკუთარი ფული იყო და არა აქ, არამედ რუსეთში ნაშოვნი, ამათმა კი, ვინც მას აგინებს, ჩვენი ქვეყანა გაძარცვეს, არაფერი სასიკეთო საქართველოსთვის არ გაუკეთებიათ და ახლა ნაძარცვი ფულით კვლავ ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არ გამოუვათ, ეს არანაირად არ გამოუვა სადისტ სააკაშვილს და მის ბანდას“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის აბბას აბბასოვმა.

 

კომენტარები: 1
#1  ქოცებს ვტენე დედიმისის
      
მაგ დანომრილმა ძროხამ შეგცა შენ
17 მაი 2021 22:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი