აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, არწრუნ ჰოვანისიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამხრეთ რაიონებში სარეზერვო ძალები და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გადაისროლა, მათ შორის ტანკები და არტილერია. სომხეთის მთავრობის ცნობით, მოწინააღმდეგე ასევე უგულებელყოფს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის უსაფრთხოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.