ალბათ, ხშირად აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმე სარგებლის მისაღებად კონკრეტული ბარათის აღება ან რომელიმე აქციაში მონაწილეობა დაგზარებიათ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი გაიგებთ, რომ ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას შესაძლოა მხოლოდ იმიტომ ვერ იბრუნებთ, რომ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა გავიწყდებათ. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში დაგწყდებათ გული, თუ სხვადასხვა ობიექტში თანხას ლიბერთის ბარათით იხდით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.
„ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც ასეულობით მეგობარი ობიექტია გაერთიანებული. თითოეულ მათგანში სხვადასხვა პროცენტის ქეშბექის დაბრუნებაა შესაძლებელი, თუმცა ამისათვის ქეშბექის აპლიკაციაში ამ ობიექტის გააქტიურება და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდაა საჭირო. ქეშბექი მაღალია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ინფორმაციის არქონის გამო ვერდაბრუნებულმა ქეშბექმა თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ვერდაბრუნებული თანხის რიცხვის შესამცირებლად ქეშბექი კამპანიას იწყებს და პირველ ეტაპზე, რეკომენდაციებსაც აქვეყნებს. რეკომენდაციების მიხედვით, კუთვნილი ფულის მისაღებად, პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ ქეშბექის აპლიკაცია ან შეხვიდეთ ვებ გვერდზე cashback.ge, გაააქტიუროთ ის ობიექტი, სადაც რაიმეს შეძენას გეგმავთ და შეძენისას ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვოთ.
ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომხმარებლები რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ყოველდღიურად მეტი სარგებლის მიღებას შეძლებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით ფულის გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე“, ნათქვამია „ლიბერთის“ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.