საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება „პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ“ და აცხადებს, რომ „ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა“.
„მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ და ამ საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება. პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობითაა მომზადებული. მომხდარში დადანაშაულებულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უგულვებელყოფილია სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება და დაშვებულია არაერთი უზუსტობა. ასევე, გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას მოხდეს ჯარის დისკრედიტაცია და შემთხვევა გამოყენებულ იქნას ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.