საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ქართველებს - აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე განიხილეს საქართველოსა და გაეროს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.