[ვიდეო] თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან იწყება
07-10-2020, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

 

 

„ფონდი „ქართუ“ პროექტის სახით, ცენტრალური პარკის მშენებლობას განახორციელებს, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვნილს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის,  რომელიც ქალაქს გაუკეთეს. ყველაზე მეტად რეკრეაციული სივრცეები, პარკები და სკვერები გვჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ამ ტენდენციას განვაგრძობთ, იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სადაც მოქალაქეებს ჰაერის დაბინძურების შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, ქუჩის კალათბურთის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. 

 

 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

 

 

ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი