საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დელეგატი ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა. ამ დროისთვის უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა გობეჯიშვილს და დაესწრება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.
გობეჯიშვილი პოლიციამ სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავა. როგორც გობეჯიშვილის მეუღლე, თათა ხუნდაძემ მაესტროს ეთერში განაცხადა, გობეჯიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახს და მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხუნდაძისვე განმარტებით, გობეჯიშვილზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და მას ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.
გეგა გობეჯიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შაბათს, 3 ოქტომბერს ჩაინიშნა, თუმცა ამ მომენტისთვის პროცესის დაწყების დრო უცნობია.
რეზი არველაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა გობეჯიშვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა, თუ არა გობეჯიშვილის დაკავების გამო საფრთხე შეექმნას დღევანდელი არჩევნების ჩატარებას, როგორც არველაძემ განაცხადა, "ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს".
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში 11:00 საათზე დაიწყება.
არჩევნებში ხმას 35 დელეგატი ფარული კენჭისყრით მისცემს. საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.