საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
07-10-2020, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

 

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და ევროსაბჭოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატება covid-19-თან ბრძოლის მართვის კუთხით, ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.  შეხვედრაზე აღინიშნა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, ამ მხრივ, რეფორმების გაგრძელებისა და ევროსაბჭოს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. პრემიერ მინისტრმა და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.

 


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი