ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს სუნთქვის აპარატი გადასცა
07-10-2020, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა. ახალი სამედიცინო აპარატი  კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი.  

 

 

სუნთქვის აპარატი , გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ   და  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორომ, ჯანდაცვის უწყებას   ჰუმანიტარული დახმარების სახით  გადასცა.

 

 

„დღევანდელ პირობებში , ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვისთვის კოვიდ კლინიკებში შესაფერისი პირობები შეიქმნას. გერმანიის მთავრობის  დახმარებით მიღებული 5 სუნთქვის აპარატი, ინფექციური დაავადებების ცენტრს გადაეცა. ამ აპარატებით იმ პაციენტებს დავეხმარებით, რომლებსაც კრიტიკული მოვლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება  ყოველთვის საჭიროა,  განსაკუთრებით ამ პირობებში“- განაცხადა თამარ გაბუნიამ .

 

 

სუნთქვის აპარატის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  თამარ გაბუნია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის   აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი