ანა დოლიძე ამომრჩევლის დაშინების და დაშანტაჟების ფაქტებზე საუბრობს
07-10-2020, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტების. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც,“ - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

 

 

მიმართვის მიზეზი გახდა დაშანტაჟების და დაშინების ფაქტები, რომელსაც ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს ხვდება და რაზეც მოსახლეობა სისტემატურად ესაუბრება.

 

 

„იმის მაგივრად, რომ ან დებატებზე მოვიდეს ან თავად იაროს ხალხში, ოცნების დეპუტატი ვოლსკი, პროვოკაციისთვის აგზავნის თავის ხალხს. მაგალითად, აგლაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ მოსახლეობასთან და პროვოკაცია მოუწყეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამომრჩევლებთან ყველა შეხვედრის დროს დაგვყვებიან საშუალო ასაკის ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. ტელეფონებით იღებენ ვინ ესწრება შეხვედრას და შემდეგ, როგორც ჩვენი მხარდამჭერები გვეუბნებიან, მათ აშანტაჟებენ შვილებით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით და ა.შ. ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდში დავბრუნდით“, - ამბობს ანა დოლიძე.

 

 

გარდა ამისა, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ფოტო მასალას, სადაც ასახულია მისის საარჩევნო კამპანიის ჩამოხეული პლაკატები.

 

 

როგორც ცნობილია, 13 აგვისტოს, წერეთლის 105 ნომერში ანა დოლიძეს და მის გუნდის წევრებს საარჩევნო კამპანიის დროს, რამდენიმე ახალგაზრდა სიტყვიერად დაუპირისპირდა და დაემუქრა. ამ ფაქტზე თბილისის პოლიციის სამმართველოში ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ, რაც დეპუტატობის კანდიდატმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მიუხედავად ამისა, გამოძიებას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი