ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.
აჭარის მთავრობის შენობასთან შვიდი ადამიანი შიმშილობს.
აქციის მონაწილეებს დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შეხვდა, მან მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს გარეთ შეხვდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.