პრემიერ მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
08-10-2020, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

 

 

პრემიერ მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. 

 

 

„დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები, კლინიკურ, მათ შორის მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში. მსგავსი ფორმატის შეხვედრები კლინიკების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

 


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი