რეზი არველაძე: თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ
03-10-2015, 01:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ გეგა გობეჯიშვილს არ გამოუშვებენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რეზი არველაძე Facebook - ზე წერს.

 


"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას - მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!", - წერს რეზი არველაძე, რომელიც "ჰოლიდეი ინ"-ში იმყოფება, თუმცა არ აპირებს არჩევნებში კენჭისყრას, თუ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ და მან ეს კიდევ ერთხელ, რამდენიმე წუთის წინათ დააფიქსირა. 

 

 

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", იმ დარბაზში, სადაც ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება. კალაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე დარბაზში იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ არჩევნებს უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლი სურკისი დაესწრება. 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი