თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცდენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცა საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე ინფიცირებულების – 134 შემთხვევა, იმერეთში – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევა, შიდა ქართლში – ექვსი, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში -5 -5“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ცხრა პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.