საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ეს ოფიციალურად იყო გამოცხადებული, საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, დილის 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე დელეგატების და კანიდატების იმ დარბაზში შეშვებაც არ დაწყებულა, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დარბაზში ამ დრომდე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლებიც სასტუმროში ცოტა ხნის წინათ, ერთად მივიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.