არქიმანდრიტი კირიონი: „რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი ეს საქმე [დავით გარეჯის] როგორ დამთავრდებოდა“
08-10-2020, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქიმანდრიტმა კირიონმა ქართული არხის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მან ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პრემიერობის დროს დეტალურად დაინტერესდა დავით გარეჯის თემით.

 


„ირაკლი ღარიბაშვილის სამადლობლად უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მან პირად საქმედ აქცია. ერთია, რომ პრემიერი ხარ და გევალება, მაგრამ არის ადამიანური დამოკიდებულებაც. მაშინ პრემიერს წარვუდგინეთ მასალები და ვთხოვეთ, რომ პირად დონეზე მოკვლევა გაეღრმავებინა. პრემიერის დავალებით, შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ და აღნიშნული საკითხის მოკვლევა დაიწყეს “, - აღნიშნა არქმიმანდრიტმა კირიონმა.

 

 

მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, პროცესი შეჩერდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი მქონდა. რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. მისი პოლიტიკაში დაბრუნებით კავშირები აღდგა“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

 


მამა კირიონის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის იურიდიული და ფაქტობრივი მხარე დეტალურად გააცნო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პრობლემით დაინტერესდა და მხარდაჭერა აღუთქვა. „არსებული სიტუაციის ფონზე, დავინახეთ იურიდიული რუკის საჭიროება, რაშიც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო. მან არნახული სიკეთე გაუკეთა თავის სამშობლოს და ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს უკვე დედანი, დამოწმებული რუკა“, - აღნიშნა მამა კირიონმა (ონიანი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი