ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს „თანაზიარმა“ 12 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა
08-10-2020, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს „თანაზიარმა“ 12 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა.

 


კენკროვანი კულტურის ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. სამუშაოზე 7 ადგილობრივია დასაქმებული.

 


2019 წელს პროგრამა „დანერგე მომავალს“ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ დაემატა, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 პირმა 100 % დაფინანსება მიიღო და 92 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კენკროვანი კულტურა გააშენა.

 


„კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

 


პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით ხობის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღები უკვე 143 ჰა-ზე გაშენდა.

 


აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველას, ვინც არის ან/და ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი