სასტუმრო "ჰოლიდეი ინნთან" ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, არჩევნებზე კობიაშვილის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მათ აქვთ პლაკატები - "კობი, დავიბრუნოთ ფეხბურთი", "კობი პრეზიდენტად", "ეს ჩვენი ბროძლაა", "გულშემატკივრები ვირჩევთ კობის" "არა არველაძეს".
აქციის მონაწილეებს მეგაფონით მიმართა "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ.
"უნდა დამთავრდეს მახინჯი კლანური მმართველობა, ქართულ ფეხბურთს არველაძის გარეშე გაუმარჯოს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, არ დავიშლოთ, სანამ ფეხბურთის გულშემატკივრების მიზნები არ იქნება მიღწეული. დელეგატების წარდგენა მოხდა წესების დარღვევით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კლანური მმართველობა ქართულ ფეხბურთში", - განაცხადა გიორგი ცობეხიამ.
ამ დროისთვის მიმდინარე აქციაზე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნთან" მობილიზებულია პოლიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.