აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს. მისი თქმით, გრაფიკი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დაამტკიცონ. აღნიშნულის შესახებ ალიევი Twitter-ზე წერს.
„ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელიც უნდა დაამტკიცონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, შუამავალმა ქვეყნებმა“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
ალიევის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება და ერთობლივად უნდა შესრულდეს.
„მთავარი გზავნილია სომხეთისთვის, რომ ჩვენ არ ვართ სომხურ მიწაზე, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“ , აცხადებს ილჰამ ალიევი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.