დაბა მესტიაში, ბეთქილის ქუჩაზე, გზის საფარის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 743 696 ლარი.
მესტიის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით გზის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე უნდა დაიგოს გრანიტის ძელაკებით ქვაფენილი.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT200009464) გამარჯვებული კომპანია შპს „ბ.ლ. გრუპი“ ასრულებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის დამუშავების და გამაგრების სამუშაოები, დასრულებულია სადრენაჟე სისტემის მოწყობა. გზის ორ მონაკვეთზე, მდინარის მხარეს მოეწყო გზის საყრდები კედელი და მოეწყობა ასევე რკინის მოაჯირები, ფერდის მხარეს მოეწყობა დეკორატიული ქვის გაბიონები.
პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.