„62 წლის ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ, ასაკოვანია, მოხუცია და ემანდ არაფერი მოუვიდესო, 69 წლის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე რომ დააპატიმრა მანიაკმა სააკაშვილმა, მაშინ რატომ არ შეწუხდით მისი ასაკის გამო?!
თქვენ ის ხალხი არ ხართ, 66 წლის სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდით 2018 წელს და დღესაც აგრძელებთ მის შეურაცხყოფას?!
უფრო მეტიც, იმ დროს ივერი მელაშვილზე მთელი 13 წლით უფროსი იყო ედუარდ შევარდნაძე და 2003 წელს რატომ არ გახსოვდათ მისი ასაკი, 75 წლის პრეზიდენტს რომ დასცინოდით და აგინებდით?!
ახლა გაგახსენდათ ასაკი?!
თქვენ ის ხალხი არ ხართ, ასაკობრივი ნიშნით მაღალი დონის პროფესიონალები სამსახურებიდან, მათ შორის, უნივერსიტეტებიდან რომ გაყარეთ და გოგო-ბიჭები დანიშნეთ უმაღლეს თანამდებობებზე?!
უზნეოები ხართ, ჩვეულებრივი უზნეოები!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.