თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვა არის, „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ მზად არიან ასევე საჩუქრად მიიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მფლობელობაში მყოფი დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიები“.
„არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად, არანაირი შეზღუდვა არ არის ამაში, არანაირი კანონდარღვევა არ არის. მზად ვართ, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობელი ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდგომ პროექტის განხორციელებისთვის მათ ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში მოწყობას, განახლებას და კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას, თუ ისინი ამას საჩუქრად გადმოგვცემენ“, განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ისტორია გაიხსენა.
„ისტორია თუ გაინტერესებთ, რომ გავიხსენოთ, თუ როგორი იყო იპოდრომის ისტორია – თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს კონკრეტული, იპოდრომის ტერიტორია იყო გასხვისებული კერძო პირებზე. ამის მოძიებაც ძალიან მარტივად შეიძლება, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შემდეგ, 52 მილიონად, თუ არ ვცდები, გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ეს ტერიტორია სავარაუდოდ მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო კორპუსებისა და განაშენიანების პროექტის განხორციელება.
მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ამ ქალაქის მერს ის, რომ ეს ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საჩუქრად გადასცა ქალაქს, სადაც ცენტრალური პარკის პროექტი განხორციელდება და პროექტს უშუალოდ თვითონ ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.
ორი წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას, დღეს გვქონდა სრული პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შინაარსობრივად, როგორი იქნება გეგმარება, ზონირება, წარმოდგენილი იყო ყველაფერი და მომავალი დღეების განმავლობაში ვიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას“, განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.