სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენი გამოაცხადა
17-02-2014, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფიქტიური დასაქმების საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენი გამოაცხადა.

 


მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სხვადასხვა მუხლებით, ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა, ჭიაბერაშვილს კი ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მერაბიშვილს ასევე 1 წლისა და 6 თვის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა. იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
 


მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალად ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდათ.

 

 

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ამისათვის მათ ერთი თვის ვადა მიეცათ.

 

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ბრალი გასული წლის მაისში წაუყენა და აღნიშნული საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. სასამართლომ ამ საქმეში ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს სანაცვლოდ შარშანვე გაათავისუფლა პატიმრობიდან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი