ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რევაზ არველაძემ თავის მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ და საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამის თაობაზე განცხადება არველაძემ რამდენიმე წუთის წინათ გააკეთა.
"მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს. ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე. მოვუწოდებ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ვარ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ფეხბურთის წინაშე", - განაცხადა არველაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცველებსა და სასამართლოს, რომ გეგა გობეჯიშვილს არჩევენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
"ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს ვითხოვ რაღაც განსაკუთრებულს. ამ კაცის მიმართ, რომელიც არის ციხეში და იტანჯება, მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა", - განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება ლევან კობიაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ არველაძეს დელეგატები ოთახში ჰყავს გამოკეტილი, არველაძის თქმით, ეს არის სიცრუე და მსგავსი არაფერი მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.