თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა
09-10-2020, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE ) - თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთი-აფრიკის ონლაინ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა.

 


„განებივრებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენად აქცია. ამ პრობლემის დარეგულირების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც თითქმის 30 წელი გრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

 


ერდოღანმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა, რომელიც უკვე 30 წელია ოკუპირებულია სომხეთის მიერ.

 

 

„თურქეთი მთელი გულით მხარს უჭერს აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას თავისი მიწების გასათავისუფლებლად“, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი