თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა. მიღებული ზომების გათვალისწინებით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. აჭარაში არის 36 პროცენტი, ეს მაჩვენებელი 190 პაციენტს შეესაბამება. სამწუხაროდ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. თბილისში არის 179 ახალი შემთხვევა, იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -ათი, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.