ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეგულაციების დაუცველობის გამო გაიზარდა.
„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 შემთხვევიდან 179 თბილისში დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.