მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა.
ნობელის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 318 კანდიდატი – მათ შორის 211 ადამიანი და 107 ორგანიზაცია.
პრემიაზე წარდგენის ბოლო ვადა პირველი თებერვალი იყო. გამარჯვებულს ჯილდოს სახით ოქროს მედალი და 10 მილიონი კრონა (1,1 მილიონი) დოლარი გადაეცემა.
დაჯიდლოების ცერემონია ოსლოში პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს გაიმართება.
ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამას ნობელის პრემია გადაეცემა შიმშილის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობის დასამყარებლად პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იმისთვის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რათა შიმშილი არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი ომებსა და კონფლიქტებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.