ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გამართავს - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“
09-10-2020, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

შეხვედრაზე ანა დოლიძე წარადგენს საარჩევნო კამპანიის ანგარიშს და ორ ხედვას - ეროვნული - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 - „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“.

 

 

„პოლიტიკა ხალხისთვის“ პროგრამაში საუბარია ეროვნული დონის პრობლემებზე - რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად: ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური ნახტომი, ბრძოლა მონოპოლიებთან, მურუსიძის სასამართლოს ქვეყნიდან, უნდა გავხდეთ ილია ჭავჭავაძის სასამართლოს ქვეყანა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა - წყალი ყველა ოჯახს და კოოპერატივების განვითარება, ქვეყანა უნდა გახდეს ცოდნის წარმოების ეპიცენტრი ევრაზიის მასშტაბით, ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, უსაფრთხო გზების პოლიტიკა, დაბინძურებული ჰაერის პრობლემა, მოდერნიზებული სახელმწიფო სტრუქტურები; მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროგრამა "მხარი მხარს" - დავუნიშნავთ სტიპენდიას მარტოხელა მშობლებს, დავარეგულირებთ აზარტულ თამაშებს, ღირსეული სიბერე პენსიონერებს და ა.შ..  

რაც შეეხება  მეორე ხედვას -„ ჩემი უბანი - ჩემი ქვეყანაა“ ანა დოლიძე წარმოადგენს დიდუბე-ჩუღურეთის  ეკონომიკურ-კულტურული ეპიცენტრად გადაქცევის შესაძლებლობის 10 ნაბიჯს.

 

 

პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა: არსენალის პარკი, პრეზიდენტის სასახლის პარკი, ოქროსუბნის პარკი, ივერთუბნის პარკი, კუკიის პარკი, სვანეთისუბნის პარკი, დიღმის ტყე-პარკი; 21-ე საუკუნე ოკრიბაში; ბაზრობების მოწესრიგება - ელიავას, სადგურის და სხვ.; ახალგაზრდული ცენტრები ყველა უბანში  - მაგ. ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო; საქალაქო სასამართლო მარცხენა სანაპიროზე; „სახელოვნებო კვარტალი“ - ყოფილი კოკა-კოლა  და მიმდებარე ტერიტორია; ჩუღურეთი - „უბანი - ღია მუზეუმი“ - ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ძველი თბილისის და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; ლიფტები 21-ე საუკუნეში - სამი ნაბიჯი; მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის სახელმწიფო მხარდაჭერა; რკინიგზის გადატანა/მწვანე ლიანდაგის პროექტი.

 

 

პრეზენტაცია გაიმარეთება ილიას ბაღში - აღმაშენებელის გამზირი N 73

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი