"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
03-10-2015, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების გამო შემქნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” ვებგვერდზე გავრცელდა და მას უცვლელად გთავაზობთ.

 


"გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას.

 

 


რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგელო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით.

 

 


ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.

 

 

მე ყოველთვის მკვეთრ ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.

 

 


ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.

 

 

ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას.

 

 

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 9
#9  nika
      
Ra gchirt xalxo visi gjerat rogoricaa isetebi yavs gverdit. Mis sanatesaos miyavs paradi sakartveloshi vin daangria istoriuli okros sabado? Sad cavida is okro? Ratom ar kitxulobt da vis patiosnobaze laparakobt ak damisaxelet erti kaci mainc vinc patiosnurad miliardeli gaxda rusetshi? Da ar dagavicydet misi zedmetsaxeli/ANAKONDA\
9 ოქტომბერი 2015 22:38
#8  არჩილი
      
ბატონო ბიძინა!ჩვენ გვჯერა თქვენი,ყოველი მხრიდან უტევენ საქართველოს და თქვენც ავის მოსურნენი,მაგრამ ვერაფერს გახდებიან.
8 ოქტომბერი 2015 05:52
#7   mamuka
      
მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის. ბატონო ბიძინა გვიხმეთ და სრულიად საქართველო თქვენს გვერდით დადგება, რათა საბოლოოდ გავსრისოთ გველი
6 ოქტომბერი 2015 00:56
#6   toni
      
საკუთარ დეიდაშვილს რომ ჰქონია "ნარუშილოვკა" მაგაზე რას იტყვით? რა მადლობელი, რის ბოდიში? წავიდეს თავისი დამქაშებიანად ქვეყნიდან
4 ოქტომბერი 2015 16:32
#5   fati
      
ივანიშვილმა ისეთი მოუშორებელი ჭირი მოგვაშორა მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები. სიტკვის თავისუფლება,რა ეგ გაჭირვება ნაცების დროს არიკო? აბა ამოგეღო ხმა.. ასეთი კომენტარების წერასაც ვერ ვბედავდით.
4 ოქტომბერი 2015 02:40
#4   xachatur markaryan
      
ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში რომ ამდენი უვარგისი ვითომდაც თანამებრძოლია აი ამიტომაც ამ კაცს უწევს ბოდიშის მოხდა - მაგრამ მე მჯერა რომ ამ 3 წლის განმავლობაში იმდენი რამ შეიძინა ბატონ ბიძინამ, ეს შეცდომები არა თუ შესწორებული იქნება არამედ ამ სარეველეებებისგან გათავისუფლდება და მერე მიხედავს და გააკეთებს რაც დაჰპირდა ხალხს.
3 ოქტომბერი 2015 22:38
#3   mañana kvachadze
      
ივანიშვილის არცერთ სიტყვაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არც ნათესავები უვარგა და არც გარემოცვა, დააღწევს ამ გარემოცვას თავს----მასაც ეშველება და ჩვენც. იმედი მაქვს, დააღწევს. ძლიერი კაცია და მართალი.
3 ოქტომბერი 2015 14:15
#2   ზაზა
      
საბოდიში ტქვენ არა მაგრამ ბევრმა აქეთ უნდა მოგიხადოთ ბოდიში.
3 ოქტომბერი 2015 14:13
#1   Alvera
      
moxaruli var am gancxadebis, es is urtiertobaa rasac demokratiuli ckoba moitxovs, tumca cota gansxvavebuli imisgan rac tqven saqartveloschi nepotizmze da dasaqmebaze brzanet. pativiscemit alvera apakidze
3 ოქტომბერი 2015 10:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი