პრეზიდენტმა ტრამპმა მთელი მსოფლიოს უფროსი თაობის ადამიანებს მიმართა და უთხრა, რომ „საშინელი დაავადების“, კორონავირუსის სამკურნალო ეფექტური წამლები მალე, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი
10-10-2020, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფროსი თაობის ადამიანებს ვიდეოთი მიმართა და უთხრა, რომ „საშინელი დაავადების“, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური წამლები მალე, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

 


„ჩვენ უზარმაზარ პროგრესს ვაღწევთ ამ საშინელ დაავადებაზე, რომელიც ჩინეთმა გამოგვიგზავნა. ჩინეთი დიდ საფასურს გადაიხდის იმისათვის, რაც მათ გაუკეთეს მსოფლიოს და ჩვენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს წამლები, რომელიც კურნავს ამას. მე საავადმყოფოში ძალიან ავადმყოფი გადამიყვანეს და მე მივიღე ეს წამლები და ეს წარმოუდგენელი იყო, ეს დაუჯერებელი იყო. მე მომდევნო დღეებში, დროზე უფრო ადრე გამოვეწერე, ამას დაუჯერებელი გავლენა ჰქონდა. და ჩვენ ამ წამლებს და მათ მსგავსს, თითქმის იდენტურს, ხელმისაწვდომს გავხდით დაუყოვნებლივ. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი გამოყენების საჭიროების კანონის ხელმოწერის უფლება და მე მინდა ამას დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი. ასეთი საკითხების მოგვარება წლები იწელება ხოლმე, მაგრამ ჩვენ კვირებში მოვახდენთ ამას, რადგანაც აქ მე ვარ.

 

 

 


„ჩვენ ვზრუნავთ უფროს თაობაზე. თქვენ არ ხართ დაუცველი, მაგრამ ამ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში თქვენ ხართ დაუცველი, ისევე როგორც მე. მინდა, რომ თქვენც ისეთივე ჯანდაცვის მომსახურება მიიღოთ, როგორც მე მივიღე. მე წარმოუდგენლად კარგი მომსახურება მივიღე და წარმოუდგნელად კარგი ექიმები მყავდა. და ეს წამლები, განსაკუთრებით კი ერთი წამალი, დაუჯერებელი იყო. თქვენ ამ წამალს მიიღებთ და მიიღებთ უფასოდ, საფასურის გადახდის გარეშე და მიიღებთ მალე. და ამ ამბის სასიამოვნო მხარე ისაა, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ მძლავრად მოქმედია ამ დაავადების წინააღმდეგ. და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს უფროს თაობაზე და ყველაფერი იქნება უფასო“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

მან „თვითერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თავის ოპონენტზე, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, ჯო ბაიდენზეც გააკეთა კოემნტარი.

 

 

„ჩემი ოპონენტი, როგორც თქვენ იცით, ლაპარაკობს, მაგრამ მას არაფერი არ გაუკეთებია 47 წელი. მე უფრო მეტი გავაკეთე 47 თვეში, ვიდრე მან 47 წელიწადში. ის მხოლოდ ლაპარაკობს. ჩვენ რომ მასზე ვიყოთ დამოკიდებული, წლების განმავლობაში არაფერი ახალი არ გვექნებოდა. მას ჰქონდა შანსი H1N1-ის, ღორის გრიპის, ერთ-ერთი საშინელი უბედურების დროს, მაგრამ იცით რას აკეთებდა, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ტრამპმა და კიდევ ერთხელ დაამშვიდა უფროსი თაობის ადამიანები, რომ „ძალიან სწრაფად“ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის წამალი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი