საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრად ჩადის და აცხადებს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა. თუმცა სააკაშვილი არ აპირებს შეხვედრის გადადებას და ამბობს, რომ „სულ მალე საქართველოში“ იქნება.
„კვირას, დღის 2 საათზე, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები.
ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.
მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.
მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ!
ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!
სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.