ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს
03-10-2015, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ბოკერიას განცხადებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მედიატორის ფუნქციას უეფა-ს წარმომადგენლები, მათ შორის გრიგორი სურკისი ასრულებენ. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, არის იმის ალბათობა, რომ ყრილობის ჩასატარებელი ქვორუმი ვერ შედგეს და ყრილობა გადაიდოს.

 



"ორივე მხარეს აქვს მოთხოვნები, ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, ველოდებით, რომ ოდესმე გამოუშვებენ გეგა გობეჯიშვილს და ეს არის ერთ-ერთი მხარის მოთხოვნა", - განაცხადა ბოკერიამ.

 


ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის რევაზ შენგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ყრილობა ხვალისთვის გადაიდება.

 

 


"ყრილობის გადადების მიზეზი არის ქვორუმის არარსებობა, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ამ შემთხვევაში ყრილობა ხვალისთვის გადაიდება. წესდების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო ყრილობის გადადება მოხდება, განმეორებითი ყრილობა 24 საათში უნდა გაიმართოს", - განაცხადა შენგელიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი