ანა დოლიძე: მე ვიქნები მუხტი პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის
10-10-2020, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვიქნები მუხტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც შექმნის პოლიტიკას არამხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის, არამედ შექმნის პოლიტიკას ხალხისთვის“, - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე.

 

 

შეხვედრაზე ანა დოლიძემ შეაჯამა საარჩევნო კამპანია და წარადგინა ორი ხედვა - ეროვნული - „პოლიტიკა ხალხისთვის“ და დიდუბე-ჩუღურეთი 2024 - „ჩემი უბანი -ჩემი ქვეყანაა“.

 

 

„პირველი არის ეროვნული ფასეულობების ხედვა ექვსი პრიორიტეტული მიმართულებით, სადაც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა. მეორე გეგმა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არის გეგმა - „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება არ ხდება მარტო ლამაზი საუბრით ტელევიზორში საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება ხდება ყველა უბანში და ყველა ეზოში. პოლიტიკის განხორციელება პირველ რიგში ხდება ადგილებზე“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

 

მისივე თქმით, გეგმაში „ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“ შედის 10 ნაბიჯი, სადაც შედის ყველაზე მწვავე პრობლემა დიდუბე-ჩუღურეთის, რომელიც თავისთავად საქართველოს სახეა.  

 

„მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემაა დიდუბის ავტოსადგური. ჩემი შეთავაზებაა, ყველა მინისტრმა, რომელიც დაინიშნება, რამდენიმე საათი გაატაროს ამ ავტოსადგურში, რათა თვითონ დაინახოს, თუ როგორ უღირს ყოფაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიდუბის ავტოსადგურში ან მგზავრობენ აქედან. როდესაც ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ხარ დერეფანი ევრაზიულ გზაზე, ხარ ტურიზმის ეპიცენტრი და გაქვს ასეთი ავტოსადგური, ეს განაპირობებს უსერიოზულეს კოგნიტურ დისონანსს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

 

სიტყვით გამოსვლის ანა დოლიძემ ისაუბრა აზარტული თამაშებით გამოწვეულ პრობლემებზე და იმ მიღწევებზე, რასაც „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ბრძოლის დაწყების შემდეგ მიაღწიეს.

 

 

„მართალია, თავიდან ყველა გვეუბნებოდა, რომ სათამაშო ბიზნესის „მაფიასთან“ დაპირისპირებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ კამპანიის დაწყების ერთი წლის თავზე ჩვენ ბევრ რეგულაციას მივაღწიეთ.  მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი გარე სამყარო, საჯარო სივრცე არ არის დაპყრობილი აზარტული თამაშების რეკლამით. ანუ რომ არა, ჩვენი კამპანია თეთრ ტაქსებზე, საქალაქო ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე  დღეს იქნებოდა აზარტული თამაშების რეკლამა. ჩვენი კამპანიის, 10000 ადამიანის და ყველა თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ თვითშეზღუდვა გამოაცხადეს აზარტული თამაშების კომპანიებმა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამიტომაც მაქვს მთელი ხედვა აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ ავკრძალოთ კაზინოები, არავინ დაამახინჯოს ეს მესიჯი. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი და სუსტი ჯგუფები მავნე ზეგავლენისაგან, შევქმნათ სამართლიანი სათამაშო გარემო, დავიცვათ ბავშვები და მოზარდები,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი